ბუნება მბრძანებელია

საწრეო სამუშაოს გეგმა

ბუნების წრე  ,,ბუნება მბრძანებელია“
   თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 2019 წლის  20 სექტემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ბუნების წრე,სადაც გაერთიანებული იქნებიან  II,III,IV კლასის მოსწავლეები.

წრის ხელმძღვანელი,დაწყებითი საფეხურის ბუნების პედაგოგი-ნინელი  ნუმანიშვილი

მიზნები
·         დაეხმაროს მოსწავლეებს,პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ბუნების შესწავლისადმი ინტერესის გაჩენაში.
·         გაუჩინოს და ჩამოუყალიბოს საგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.
·         დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი ქვეყნის და მშობლიური რაიონის მრავალმხრივად დანახვაში.
·         შეაყვაროს ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება და განუვითაროს მისადმი მზრუნველი დამოკიდებულება.
·         ჩამოუყალიბოს ბუნების დაცვის აუცილებლობის შეგნება და შეაიარაღოს ის გარკვეული შრომითი ჩვევებით.
სწავლა-სწავლების მეთოდები:
o   კვლევის დაგეგმვა და განხორციელება
o   მიღებული ინფორმაციის სისტემაში მოყვანა
o   მინი ლექცია
o   კითხვა-პასუხი
o   სწავლა კეთებით
o   დისკუსია
o   ექსკურსია
o   გამოფენები


განსავითარებელი უნარ-ჩვევები
§  დაკვირვების უნარის განვითარება
§  კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება
§  კლასიფიცირება
§  კომუნიკაციის უნარის განვითარება
§  დასკვნის გამოტანის უნარის განვითარება
§  შედარება-შეპირისპირება
§  შემოქმედებითი უნარების განვითარება

რესურსები
*      დაფა და ცარცი
*      სახატავი რვეული და ფანქრები (ფლომასტერები)
*      ბუნებრივი მასალა
*      პლასტელინი
*      სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკა
*      კომპიუტერი და ინტერნეტი
*      რუკები და გლობუსი
*      კლასგარეშე ლიტერატურა
*      ვიდეო რესურსები
სამუშაო რეჟიმი
2019 წლის პირველი სემესტრი,მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთჯერ.

გეგმა


N


თარიღი

თემის დასახელება

საათების რაოდენობა


1


20/09/2019
წელიწადის დროები,რა იწვევს წელიწადის დროთა მონაცვლეობას.წელიწადის 12 თვე და მათი ძველი სახელწოდებები

1 საათი

2

20/09/2019

ჩვენი გალაქტიკა

1 საათი

3

4/10/2019

ტყე შეუნახე შვილებსა


1 საათი

4


11/10/2019

ბარაქიანი შემოდგომა (დავახატვინი შემოდგომის სურათი.პრეზენტაც.).

1 საათი

5


18/10/2019

ფოთოლთა ფერიცვალება,ფოთოლცვენა
(მოვატანინო ფოთლები და ფლიპჩარტზე დავაწებებინო).

1 საათი

6

25/10/2019

ფრინველთა სამყარო საქართველოში,სახეობები და მათი თავისებურება
(ვახატინო ფრინველები).


1 საათი

7


1/11/2019

გადამფრენი და ჩვენში მოზამთრე ფრინველები
(გავაკეთებინო ჩიტის სახლი კარდონებით და პლასტელინებით ბუდეები).

1 საათი

8


8/11/2019

საქართველოს ფაუნა,ჩვენში მობინადრე ცხოველები (გუაშებით დავახატინო და გავაფერადებინო ცხოველები).


1 საათი

9


15/11/2019

წითელ წიგნში შესული ცხოველთა და მცენარეთა სახეობები


1 საათი

10

22/11/2019

საქართველოს დაცული ტერიტორიები 


1 საათი

11


29/11/2019

შემაჯამებელი გაკვეთილი

1 საათი


საწრეო მუშაობა ,,ბუნება მბრძანებელია“
პირველი გაკვეთილის ანგარიში
20/09/2019 წელს,პარასკევს დაიწყო ფუნქციონირება ბუნების წრემ.წრეში გაერთიანებული იყვნენ II,III და IV კლასის მოსწავლეები.
მიზანი:  მოსწავლეებმა იცოდნენ,თუ რატომ ხდება წელიწადის დროების მონაცვლეობა და რა ხდება თითოეულ დროს,რომელი თვეები მიეკუთვნება წელიწადის დროებს.რატომ დგება ნაკიანი წელი და რამდენ წელში ერთხელ მოდის.
რესურსები: დაფა,ცარცი,პროექტორი,ნოუთბუქი,ვიდეომასალა,გლობუსი და საინფორმაციო თვალსაჩინოება ,,წელიწადის დროები“.

შედეგი: მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ ახალ ინფორმაციას,აკავშირებდნენ უკვე არსებულ ცოდნას ახალ ცოდნასთან,პასუხობდნენ მასწავლებლის კითხვებს ადექვატურად.მოსწავლეებმა გაიგეს,რომ წელიწადის დროთა მონაცვლეობა დაკავშირებულია დედამიწის მზის გარშემო ბრუნვასთან.გაიგეს,თუ რატომ დგება ნაკიანი წელიწადი და რამდენ წელში ერთხელ მოდის ეს დღე,29 თებერვალი.








საწრეო მუშაობა,მეორე გაკვეთილის ანგარიში
2019 წელი,26 სექტემბერი

მიზანი
მოსწავლემ  შეძლოს  გალაქტიკის და  მზის სისტემაში შემავალი პლანეტების დასახელება და დახასიათება.

რესურსები
ცარცი,დაფა,პროექტორი,ვიდეომასალა,გლობუსი. სამუშაო ფურცელი პრეზენტაციისთვის, წებო, სკოჩი, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები,გუაშები.ბუშტები პლანეტების გასაკეთებლად.
მიმდინარეობა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ,თუ რა იციან კოსმოსის და გალაქტიკის შესახებ.შემდეგ აწვდის ამომწურავ ინფორმაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.კითხვა-პასუხის რეჟიმში,ფრონტალური გამოკითხვით იგებს,თუ როგორ გაიაზრეს და გაიგეს აღნიშნული საკითხი და აკეთებინებს პრაქტიკულ სამუშაოს,ბუშტებით და გუაშებით ახატინებს მზის სისტემის პლანეტებს.



მესამე გაკვეთილის ანგარიში.

2019 წლის 4 ოქტომბერს II,III,IV კლასებში ჩატარდა მორიგი გაკვეთილი-ბუნების წრე,  სახელწოდებით 
,,ბუნება მბრძანებელია“
თემა:ტყე შეუნახე შვილებსა
მიზნები და შედეგები:
·        საქართველოს ფლორის გაცნობა.
·        დედამიწის მწვანე საფარის გადარჩენისათვის ზრუნვა.
·        მცენარეების დარგვისა და მოვლის აუცილებლობის გათავისება.
·        საუბრი ტყის მნიშვნელობაზე.
·        გამოუმუშავდეს ტყისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება.
წინასწარი ცოდნა:გონებრივი იერიში:
·        როგორია ტყე?
·        რა სარგებლობა მოაქვს?
·        როგორი შეიძლება იყოს როცა მას არ გაუფრთხილდებით?
·        როგორ უნდა გავუფთხილდეთ?..
სასწავლო მასალა და რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი,ფლიპჩატი,მარკერები,მოსწავლეთა ჩანაწერების გამოფენა.
მსვლელობა:
·       ბავშვებს გამოუმუშავდეს ტყისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება.
·       ისაუბრონ ტყის მნიშვნელობაზე, შეძლონ განასხვაონ გარემოში ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებები.
·       გარემოში ქცევის წესების შემუშავება,ჯგუფური მუშაობა.
·       ტყე ცხოველთა საბინადრო და თავშესაფარია.
·       მოსწავლეები შეისწავლიან ლექსებს:
,,ტყის ჩივილი“, ,,ტყეებს ნუ კაფავ’’,
·       ყოველი ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს ტყეს,ტყე სიცოცხლის წყაროა,ის დედამიწის ფილტვებია და ასუფთავებს ჰაერს. ქართველი და საერთოდ საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია შეასრულოს ჩვენი პატრიარქის  ლოცვაკურთხევა,   რომ ადამიანმა ყოველ წელს უნდა დარგოს 12 ნერგი,12 წმინდა მოციქულის სახელზე თუ გვსურს გადავარჩინოთ საქართველოს დედაბუნება.
შედეგები:მოსწავლეემა სურვილი გამოთქვეს იზრუნონ ტყის გაშენებაზე და მის დაცვაზე...
















მეოთხე გაკვეთილის ანგარიში  ,,ბარაქიანი შემოდგომა"

შემოდგომა

ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
ქარი ფოთლებს აგროვებს,
ეს ფერადი ფოთოლცვენა
ჭრელ ხალიჩას მაგონებს.
შემოსულა შემოდგომა
ჭირნახულით, დოვლათით,
ავსებულა ბეღლები
შემოდგომის ნობათით.
ავსებულა გლეხი კაცის
ბეღელი თუ მარანი.
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
დაქრის ქარი თავნები.
ნაცრისფერი დასდებია
ცას ზაფხულში კრიალას.
შემოდგომა შემოსულა
თავის ფარჩებიანად.
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა,
შემოდგომა ნავარდობს,
ქარი ფოთლებს დააქროლებს
ისე, უმისამართოდ.




2019 წლის  11 ოქტომბერს ჩატარდა მორიგი საწრეო მუშაობა ბუნებაში.
თემა: ბარაქიანი შემოდგომა
მიზანი: სწავლა კეთებით. თითოეული მოსწავლის მონაწილეობა შემოდგომის კუთხის მოწყობაში.
შედეგი მიღწეულია,მოსწავლეებმა ხალისით მოაწყეს შემოდგომის კუთხე და თავიანთ გალამაზებულ კუთხეში გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები მასწავლებელთან ერთად.










ეს შემოდგომა ფოთოლს მაგონებს
რომელიც ნაზად ეშვება ხიდან,
წითელ ყვითელი ფერები ადევს
ლამაზ ფერებით მიყურებს გზიდან.
გარეთ გავდივარ ფეხ ქვეშ მედება
მეამბორება ყოველი მხრიდან,
წამით მაფიქრებს ღმერთო რა ხდება
მეც ფოთოლივით დავეშვი ხიდან .
ვეფინებოდი სუნთქვას გზის პირას
არსად უშვებდი ჩემი გზის მიღმა
ბოლოს დასრულდა ჩემი ოცნება
ხეს დაცვენილი ამხვეტეს გზიდან.
2019 წლის 18 ოქტომბერი.
საწრეო სამუშაო N5
დაწყებითი საფეხურის II, III, IV კლასის მოსწავლეები.
თემა: ფოთოლთა ფერიცვალება
მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობი ხეების სახელებს, რა იციან ხეების შესახებ (ფოთლოვანი, წიწვოვანი) და აღწერენ, როგორ გამოიყურება ტყე შემოდგომაზე.
,,ფოთოლცვენა“ (კავშირი ბუნებისმეტყველებასთან) – მოსწავლეები შეიტყობენ, რატომ ეცვლება ფოთლებს ფერი და რატომ სცვივა ხეებს ფოთლები.
საერთო ფორმატზე იხატება ხე, რომლის ტოტებზეც მოსწავლეები დააწებებენ წინასწარ შეგროვებულ ყვითელ ფოთლებს.

დღემ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა...













2019 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული საწრეო მუშაობის რიგით VI გაკვეთილი.
თემა:ფრინველთა სამყარო საქართველოში,სახეობები და მათი თავისებურება
მიზანი: მოსწავლეებისათვის ფრინველთა სამყაროს გაცნობა,მათში ბუნებისადმი
სიყვარულის ჩანერგვა,ბუნების დაცვისათვის ზრუნვის სურვილი.
მსვლელობა:მოსწავლეებმა მიიღე ინფორმაცია ზოგადად ფრინველების შესახებ, მოისმინეს მითებ,რომლებიც ფრენას უკავშირდება;ლექსები და მოთხრობები;უყურეს მულტფილმებს;მოისმინეს სხვადასხვა ფრინველის ხმები აუდიოჩანაწერებით.
გაეცნენ ფრინველთა სახეობებს,მათ ნაშიერებს და ცხოვრების წესს.
გაკვეთილი გაფორმებული იყო თვალსაჩინოებებით და აუდიო ვიზუალური მასალებით.
თემას თან ახლავს საინტერესო და სახალისო შემეცნებითი აქტივობა (ფრინველების ხატვა).
მოსწავლეები მათთვის წინასწარ მომზადებული  ნივთების გამოყენებით (სახატავი ფანქარი,ფლომასტერი,სახატავი რვეული,საშლელი,სათლელი,გუაში) დახატავენ
მათთვის საინტერესო ფრინველებს ან ბუდეებს. მოახდენენ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციას.
შედეგი: მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს,გაუფრთხილდნენ და მოუარონ ფრინველებს და მათ ნაშიერებს.







2019 წლის 1 ნოემბერს ჩატარებული N7 საწრეო გაკვეთილი ბუნებაში.

წრის სახელწოდება ,,ბუნება მბრძანებელია
გაკვეთილის თემა: გადამფრენი და ჩვენში მოზამთრე ფრინველები.
გაკვეთილის მიზანი: სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში,ისწავლონ ჩვენში მოზამთრე ფრინველების მოვლა და გამოკვება.
გაკვეთილის მსვლელობა: ბავშვებმა უყურეს ვიდეორგოლს,სადაც საუბარი იყო გადამფრენ და ჩვენში მოზამთრე ფრინველებზე.ასევე ნახეს,თუ სად შეიძლება ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვება,გაეცნენ,თუ რა სჭირდებათ გადაფრენისას,როგორ გზებს ეძებენ და რატომ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში.ვიდეორგოლის დასრულების შემდეგ გაკვეთილი წარიმართა სადისკუსიო რეჟიმში,მათ გააანალიზეს ნანახი ვიდეო რგოლი.
შედეგი: მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი,რომ ისინი მუდამ გაუფრთხილდებიან ბეღურებს,გაუკეთებენ სახლებს და მიაწვდიან საკვებს.

დასასრულს მათ თავიანთი ხელით გააკეთეს ჩიტის სახლები.











2019 წლის 8 ნოემბერს ჩატარებული N 8 საწრეო სამუშაო ბუნებაში
წრის სახელწოდება  ,,ბუნება მბრძანებელია“
გაკვეთილის თემა: საქართველოს ფაუნა,ჩვენში მობინადრე ცხოველები
მიზანი:  გაეცნონ საქართველოში მობინადრე ცხოველებს,მათი ცხოვრების სტილს და გარემოს,კვების რეჟიმს.გაარჩიონ შინაური და გარეული ცხოველები ერთმანეთისგან და იცოდნენ მათი ნაშიერების სახელები.
შედეგი: ბავშვებს მოეწონათ მოცემული თემა,ინტერესით მოუსმინეს ვიდეორგოლს,რის შემდეგაც უპასუხეს კითხვებს ამომწურავად. დაინტერესდნენ ჩვენს საზვრებს გარეთ მობინადრე ცხოველებზეც,რაზეც რა თქმა უნდა გვქონდა დისკუსია.დასასრულს დახატეს ცხოველები და მოაწყვეს გამოფენა.










2019 წლის 15 ნოემბერს ჩატარებული N9 გაკვეთილი
თემა: წითელ წიგნში შესული ცხოველთა და მცენარეთა სახეობები
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს და დაიმახსოვროს წითელ წიგნში შესული მცენარეები და ცხოველები,გაუჩნდეს  სურვილი მათი მოვლის და მოვფრთხილების.
შედეგი: მოსწავლეებმა შეიტყვეს წითელ წიგნში შესული იშვიათი ჯიშის და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების და ცხოველების შესახებ,ჩაინიშნეს მასში შეტანილი ცხოველების და მცენარეების სახელები.








2019 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა მორიგი საწრეო მუშაობა ბუნებაში,სახელწოდებით ,,ბუნება მბრძანებელია“
გაკვეთილის თემა:  დაცული ტერიტორიები
მიზანი: მოსწავლემ მიიღოს ინფორმაცია დაცულ ტერიტორიებზე. ნახოს ნუსხა, სადაც მოცემულია ტერიტორიების ჩამონათვალი,ჩაიწეროს და დაიმახსოვროს მათი შექმნის მნიშვნელობა.

შედეგი: სანამ ახალ მასალაზე გადავიდოდით, გვქონდა წინა გაკვეთილის მიმოხილვა,თემა იყო-,,წითელი წიგნი“. მოსწავლეებმა გაიხსენეს  წითელი წიგნის შექმნის  მიზეზი,წაიკითხეს  მასში შესული სახეობების შესახებ.  შემდეგ გადავედით ახალ თემაზე საქართველოში შექმნილი დაცული ტერიტორიები.დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვებმა მოისმინეს და გაიგეს დაცული ტერიტორიების შექმნის  მიზეზი,ჩაიწერეს ყველა დაცული ტერიტორია,რომელიც საქართველოში არსებობს.







2019 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა წრის შემაჯამებელი გაკვეთილი ბუნებაში,სახელწოდებით ,,ბუნება მბრძანებელია"
მოსწავლეებმა გაიხსენეს რიგის მიხედვით ყველა ჩატარებული გაკვეთილის თემა და იმსჯელეს თუ რა ცოდნა შეიძინეს წრის დახმარებით და რა ცოდნა ჰქონდათ მანამდე.გამოთქვეს სურვილი,რომ მეორე სემესტრშიც გაგრძელდეს,რადგან კიდე ბევრი რამ აინტერესებთ და უნდათ ისწავლონ.დადეს პირობა,რომ ამჯერად წრის თემებს თვითონ შეარჩევენ და მასწავლებელი მოიძიებს ინფორმაციას და გააცნობს დაწვრილებით.








დასახულ მიზანს მივაღწიე და ვეცდები მეორე სემესტრშიც გავახარო ბავშვები.


https://drive.google.com/file/d/1xs3Kd2AGz-7b_YD__e7HC00EQTgbAcQW/view?usp=sharing
(მშობლთა განცხადებები)




Комментарии