ბუნება მბრძანებელია
საწრეო სამუშაოს გეგმა ბუნების წრე ,,ბუნება მბრძანებელია“ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 2019 წლის 20 სექტემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ბუნების წრე,სადაც გაერთიანებული იქნებიან II,III,IV კლასის მოსწავლეები. წრის ხელმძღვანელი ,დაწყებითი საფეხურის ბუნების პედაგოგი-ნინელი ნუმანიშვილი მიზნები · დაეხმაროს მოსწავლეებს,პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ბუნების შესწავლისადმი ინტერესის გაჩენაში. · გაუჩინოს და ჩამოუყალიბოს საგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. · დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი ქვეყნის და მშობლიური რაიონის მრავალმხრივად დანახვაში. · შეაყვაროს ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება და განუვითაროს მისადმი მზრუნველი დამოკიდებულება. · ჩამოუყალიბოს ბუნების ...